Feeds:
Posts
Comments

ვ.ესვანჯიას სახელობის იტალიურმა სკოლა “ცისკარმა” მონაწილეობა მიიღო GEARN ქართული პროექტებში.

XI კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ პროექტი “წყალი სიცოცხლეა”

პროექტს, რომელშიც მონაწილეობდა მთელი კლასი, ხელმძღვანელობდა ქიმიის მასწავლებელი – ზაირა ბესტავაშვილი.

პროექტი

მდინარე ვერე

ყველას კარგად მოეხსენება წყლის როლი და მნიშვნელობა ყოველდღიური ცხოვრებისათვის და რომ მის გარეშე ვერ იცოცხლებს ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე. მაგრამ ისიც ცნობილია რომ, ადამიანები  უყაირათოდ ხმარობენ წყალს და წყლის რესურსებს.

ბოლო  20 წლის განმავლობაში წყლის პრობლემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. უნდა აღინიშნოს რომ წყლის დაბინძურება საქართველოშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება.ყოველწლიურად  ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ შესამჩნევ პროგრესს ვერ ვხედავთ.

მდინარე ვერე, უკვე საუკუნეზე მეტია, ნადგურდება. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მისი საბოლოო დასამარების მოწმენი გავხდებით. ამ მდინარით  არაერთი ორგანიზაცია დაინტერესებულა , მის დამცველთა ინტერნეტ -კლუბებიც  შექმნილა. გავრცელებული ინფორმაციით,ამჟამად, მდინარეზე სამაგისტრალო სამუშაოები მიმდინარეობს  რაც თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს ვერეზე.   მთავარ არგუმენტად მერია ჭავჭავაძისა და პეკინის გამზირების განტვირთვას ასახელებს, არადა ამ არგუმენტს წინ არანაირი კვლევა არ უძღვის და ზუსტად არავინ იცის, რამდენად განტვირთავს მაგისტრალი ვაკისა და საბურთალოს მიმართულებას. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ აღნიშნული  სამუშაოების შესრულების შემდეგ თბილისის ზოოლოგიური  პარკი ე.წ  ,,ზოოპარკი” ადგილს შეიცვლის. რა თქმა უნდა, ,,ზოოპარკი” აუცილებლად უნდა გადავიდეს ძველი ადგილიდან, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მის ადგილას პარკებისა და გამწვანების ახალი კერების გაშენებაზე გვეფიქრა, ვიდრე ხმაურიანი და ბინძური მაგისტრალების გაყვანაზე.

ამ პრობლემით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ პროექტი სწორედ  მდინარე ვერეზე  გაგვეკეთებინა,ძირეულად შეგვესწავლა მისი ისტორია,გეოგრაფიული მდებარეობა, ეკოლოგიური მდგომარეობა,გაგვეგო ხალხის აზრი მდინარის დაბინძურების თაობაზე,მოგვეპოვებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კანონები,ინფორმაცია წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შესახებ.

გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია

ვერე, მდინარე (სკვირეთი, სკორეთი), აღმოსავლეთ საქართველოში სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, არის მტკვრის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს დიდგორის მთის მიდამოებში და ერთვის მტკვარს ქ. თბილისის ფარგლებში. სიგრძე 45 კმ. აუზის ფართობი 194 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ3/წმ. მთავარი შენაკადებია – მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი, მარჯვენა – ბეთანიისწყალი. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. ვახუშტი ბატონიშვილი სკვირეთადაც მოიხსენიება. ვერეს ხეობაში მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი ”მზიური”.

პირველად სკვირეთს ლეონტი მროველთან ვხვდებით, როცა იგი მოგვითხრობს ქართლის სამეფოს ადრეულ ისტორიაზე. ქართველთა ეთნარქს ქართლოსს ხუთი ვაჟი ჰყავდა და თითოეულს თავისი საგამგებლო ქვეყანა –მხარე მისცა. მეხუთე ვაჟს გაჩიოს წილად ხვდა“ ორბის ციხე და სკვირეთი მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა.”

შემდეგ მემატიანე ფარნავაზ მეფესთან დაკავშირებით მეფის მიერ მხარეთმპყრობელთათვის საგამგებლო ტერიტორიების ჩამოთვლისას გადმოგვცემს, რომ “  მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირ და აბოცი.”

ვერეს დაბინძურების მოკლე ისტორია

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მდ. ვერეს სათავეში ტყის მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დონემ იმდენად იკლო, რომ XX-ის დასაწყისისთვის XVII საუკუნის ოთხმალიანი ხიდის ქვეშ (ახლანდელ გმირთა მოედანზე) წყალი მხოლოდ ორი მალის ქვეშ მოედინებოდა.

XX-ის 20-იან წლებში მკვეთრად იმატა ნიადაგის ჩამორეცხვა-ეროზიის ფაქტებმა, მდინარის კალაპოტში გაჩნდა დიდი რაოდენობით გამონარიყი.

1927 – პირველი ნაბიჯი დაბინძურებისკენ. მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს.

1930-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება.

1932 – ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა.

1935 – ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას ამოღებული გრუნტი მთლიანად მდინარე ვერეში ჩაყარეს.

1950-იანი წლებიდან დაიწყო ვერეს ხეობის ინტენსიური განაშენიანება, ამავე პერიოდში, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარის წყალშემკრები აუზი, ზოგი შენაკადი საერთოდაც დაშრა. ამავე პერიოდში გადაიხურა მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის ბოლო მონაკვეთი.

1957 წლის ზაფხულში, ძველი ხიდის მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა.

1950-იანი წლების ბოლოდან, ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში მოაქციეს, ნაწილობრივ კი კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.

1970-იანი წლების დასაწყისიდან ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მდ. ვერეს მარჯვენა ნაპირზე, წყნეთის ქუჩიდან – ატენის ქუჩის ჩათვლით. ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე.

1978 – მაშინდელი მონაცემებით, აბრეშუმკომბინატის მარტო სამღებრო საამქროდან დღეში 800 კუბ. მეტრი სხვადასხვა საღებავი ნივთიერება ჩაედინებოდა მდ. ვერეში.

1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.

1985 – მდ. ვერეს ქიმიური დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინება მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. ამ წელს ვერეზე მაქსიმალური გაჭუჭყიანების 19 შემთხვევა აღინიშნა.

1990-იანი წლებიდან წამოწყებული მშენებლობების ახალი ტალღის გამო მდინარე ვერეს დაბინძურების ახალი ეტაპი დაიწყო.

2009 წლის მაისში თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ.

მდ.ვერეს დაბინძურების ისტორიას რომ გადავხედეთ, თვალში ერთი თარიღი  1927წ. მოგვხვდა. ამ წელს დაარსებული ზოოლოგიური პარკის ე.წ ზოოპარკის წვლილი დიდი ყოფილა მდინარის  განადგურებაში. თურმე ზოოპარკის დასუფთავების შდეგად დაგროვილი ნაგავი ,ფეკალური მასები,თუ გასართობად მოსეირნე მოქალაქეების მიერ ნასროლი ,,ფანტის”, ზოგჯერ კი ,,კოკაკოლას” ბოთლები იქ ჰპოვებენ თავშესაფარს.

ამ ამბით შეძრწუნებულებმა გადავწყვიტეთ რომ ერთხელ ნანახი,მართლაც, ასჯერ გაგონილს სჯობდა და გავეშურეთ ჩვენი ,,საამაყო ზოოპარკისაკენ”.მანამდე კი ინტერნეტში უახლესი ინფორმაციები მოვიძიეთ ვერესთან დაკავშირებით.ვიფიქრეთ, ვინმეს ხომ არ შესცოდებია ეს ,,მრავალნაგავგამოვლილი” მდინარე და რამე ხომ არ გაუკეთებია მის გადასარჩენადო. შესანიშნავ ინფორმაციას წავაწყდით: მერიას ზოოპარკიდან თამარაშვილის გამზირამდე საგზაო მაგისტრალის შენება გადაუწყვეტია და შავი სამუშაოს დასრულების შემდეგ მდინარის გაწმენდასაც აპირებსო.  Даверяю но праверяю-ჭკვიანური ნათქვამია,ხოდა ჩვენც ასე მოვიქეცით. ჩვენი სკოლიდან ,,145″  ნომრით პირდაპირ ზოოპარკის კართან მივედით.ცოტა გვეუცხოვა დაცარიელებული პარკი,თითო-ოროლა ახალგაზდა თუ დადიოდა აქა-იქ.შევათვალიერეთ  ცხოველები,გალიები და ერთ-ერთი ატრაქციონის ,,გამგებელთან”მივედით. ჩვენს წინასწარ მომზადებულ კითხვებზე ბატონმა გამგებელმა ასე უპასუხა”:

-გამარჯობა,სკოლისთვის ინტერვიუს ვიღებთ. შეგიძლიათ გვიპასუხოთ კითხვებზე?

-დამისვით და გიპასუხებთ.

-გსმენიათ თუ არა, რომ ზოოპარკი მდინარე ვერეს აბინძურებს?

-არა, არ აბინძურებს.მდინარის სისუფთავეს ყველანაირად ვიცავთ.

-აბა სად ჩაედიინება ზოოპარკის ფეკალური მასები?

-ეს ყველგან ასე ხდება.აბა სად წავიღოთ?

-და ზოოპარკის ტერიტორიაზე დაგროვილი ნაგვის შესახებ რას იტყვით?

-ყოველ დღე,დილა-საღამოს სანაგვე მანქანა მოდის.ურნებია აქ და ნაგავი იქ გროვდება შემდეგ გადასაყრელად.

-აკონტროლებთ თუ არა ხალხს, ნაგავი რომ არ დაყაროს იქ, სადაც არ შეიძლება?

-ამას ვერ გააკონტროლებ. ეს ელემენტარული თვითშეგნება და კულტურაა.

-ადრე თუ დაინტერესებულან ორგანიზაციები მდ.ვერეს დაბინურებით?

-დიახ,მაგრამ მხოლოდ წერილობით.   რაიმე პროექტის შექმნას ადგილი არ ჰქონია.

-ახლა რა სამუშაოები მიმდინარეობს აქ?

-მერიის პროექტის მიხედვით მდინარე ვერეს კალაპოტს ამაღლებენ და საგზაო მაგისტრალს აგებენ თამარაშვილამდე.

-ჩვენი ინფორმაციის მიხედვით მდ.ვერეს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის განმავლობაში გაწმენდას უპირებენ.

-დიახ,მაგრამ ჯერ კალაპოტისა და მაგისტრალის შენება უნდა დასრულდეს, შემდეგ, კი რომ აღარ დაბინძურდება თავისთავად სუფთა იქნება.

-კარგი.დიდი მადლობა.ნახვამდის.

-ნახვამდის.

დავტოვეთ ბატონი ,,გამგებელი” და საინტერესო რამ შევნიშნეთ. მდ.ვერეს ხეობაში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა ფერადი პარკები და ბოთლები თავს იწონებდნენ. მათ ფონზე კი, ლამის კუპრივით შავი,ტალახიანი ვერე მიედინებოდა. მაშინვე დავაფიქსირეთ,მოვასწარით,თორემ,როგორც მოგვიანებით გავიგეთ შეიძლებოდა პოლიციასთან პრობლემები შეგვქმნოდა. აკრძალული იყო ფოტოების გადაღება. ამან ცოტა არ იყოს დაგვაეჭვა .

წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებული კანონები

მუხლი 15

1. აკრძალულია წყლის ობიექტში საწარმოო,საყოფაცხოვრებო,სხვაგავარი ნაყრისა და ყოველგვარი განთავსება და დამარხვა ზღვაში.წყლის სხვა ობიექტებში და მატი დაცვის ზოლებში.

2. მიწის მესაკუთრეები და მმოსარგებლეები ვალდებულნი არიან არ დაუშვან წყლის დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით.

3. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სიახლოვეს და მათი სანიტარული დაცვის ზონებში საწარმო და საყოფახოვრებო ნარჩენების დაგროვება,ჩამდინარე წყლებიტ რწყვა,ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვაგვარი საქმიანობა,რომელმაც წყლის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს.

მუხლი 38″წყალომოსარგებლე”.

1. წყალმოსარგებელე შეუიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი,მათ შორის უცხოელიც.საკუთრების პორმის განურჩევლად,საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.

2. მიწისქვეშა წყლებით სპეციალური ფორმითმოსარგებლე შეიძლება იყოს მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. წყალმოსარგებლე იყენებს ლიცენზიაში ჩამოთვლილ ყველა უფლებას და პასუხსაგებს მისი პირობების დაცვაზე.

წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები

ქოლერა – განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ქოლერის ვიბრიონი (  დაკლალკინი ფორმის გამო ვიბრიონს უწოდებენ) . დაავადების წყაროა ქოლერით დაავადებული ადამიანი. დასნებოვნება ხდება ძირითადად წყლით.

იწვევს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვასა და გაუწყლოვნებას. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 6 დღემდე. განსხვავებით სხვა ნაწლავური ინფექციებისაგან, ქოლერის დროს პირველი სიმპტომია ფაღარათი, შემდეგ კი ვლინდება ღებინება, არ აღინიშნება ინტოქსიკაცია და ცხელება, მუცლის ტკივილები.დიაგნოზი დგინდება მიკრობიოლოგიური მეთოდებით.

მუცლის ტიფი ადამიანის მწავევე ინფექციური დაავადებაა,რომელსაც ახასიათებს მაღალი ცხელება და ორგანიზმის ზოგადი მოშხამვის ნიშნები.
გამომწვევია ბაქტერიები გარემოშჲ დიდხანს ძლებენ , განსაკუთრებით წყალში და დამდგარ ჭუჭყიან ტბებში .
დაავადება მიკრობის შეჭრიდან 7 – 12 რის შემდეგ გამოვლინდება.იწყება  თანდათანობით, საერთო სისუსტით , შრომის უნარისა და მადის დაქვეითებით , თავის ტკივილით. ტემპერატურა მატულობს კიბისებურად. ავადმყოფს აღენიშნება უძილობა და ყაბზობა , მუცელი შებერილია , ენა დაფარულია სქელი  ნადებით.

ეშერიხიოზი ნაწლავთა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ჩვილ ბავშვებში.გამომწვევი მიკრობი-ნაწლავის ეშერიხია – დიდ გამძლეობას იჩენს სხვადასხვა გარემოში განსაკუთრებით წყალში.

შიგელოზი:

გამომწვევი გრამ-ნეგატიური ბაქტერია შიგელა,რომელიც იწვევს დიზენტერიას და ახასიათებს კუჭის აშლილობა ცხელება,ტკივილი და დეჰიდრატაცია.

სიმპტომები: ტკივილი და დიარეა იწყება,ინფიცირებიდან 1-4 დღის შემდეგ დეჰიდრიტაცია განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დიაგნოზი: კლინიკური ნისნები და გამოკვლევები. მკურნალობა.დაკარგული სითხისა და მარილების აღდგენა.

ჰეპატიტი A

ვირუსი გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით,ასევე დაბინძურებული წყლით.

სიმპტომები: ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხშირად კი იწვევს მწვავე ჰეპატიტის სიმპტომატიკას.

ჩვენ შევეცადეთ ნათლად  აღგვეწერა შექმნილი სიტუაცია და საშიშროება რომელიც ამ პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში გვემუქრება.

ახლა კი მოგმართავთ : გაუფრთხილდით წყალს, ის ბუნების ნაწილია, ისევე როგორც ჩვენ. ძალა ერთობაშია! თუ ყველანი შევეცდებით შევძლებთ თავი ავარიდოთ ჩვენი  სიცოცხლის წყაროს- წყლის  დაბინძურებას.

პროექტის მონაწილეები:

XI კლასი

  • რატომ არ იყინება ყოჩივარდა ?
  

 გაყინვის ტემპერატურის დაწევის კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გრაფიკი ექსპერიმენტის მონაცემების მიხედვით:

  1. სამატომიანი სპირტი გლიცერინი ანტიფრიზია.
  2. ის იწვევს გაყინვის ტემპერატურის დაწევას.
  3. გაყინვის ტემპერატურის დაწევა თუ რამდენი გრადუსით მოხდება ეს დამოკიდებულება  ხსნარის  კონცენტრაციაზე.
  4. გაყინვის ტემპერატურის დაწევის კონცენტრაციაზე დამოკიდებულების გრაფიკი აგებულია ექსპერიმენტის მონაცემების მიხედვით.

ეს არის ახალი ბლოგი ქართულ ბლოგოსფეროში, რომელიც მთლიანად მიეძღვნება მეცნიერებას…

დაიდება საინტერესო ვიდეოები, ფოტოები და ზოგადად სახალისო  და სასარგებლო ინფორმაცია …

ასე რომ, ხშირად შემოგვიარეთ !